|
2016-08-25 14:41:14, 703 ნახვა
საზოგადოება
წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება
წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება– სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფო, რომლის მშენებელობაზეც 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოსახლეობას ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებთ, კლინიკაში ძირითადად ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი დასაქმდება, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და კლინიკის ამოქმედებამდე თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ გადამზადებას. ლენტეხის კლინიკა ჩართულია ჯანდაცის საყოველთაო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ლენტეხელებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)