|
2016-08-25 14:11:24, 756 ნახვა
საზოგადოება
მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს
თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს. ქალაქის მთავრობა მზადაა დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს: საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დაცვას, პარკირებისა და ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელობას, ველოსიპედებისა და ფეხითმოსიარულეების ბილიკების რეკლამირებას... დაინტერესებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 20 სექტემბრამდე საპროექტო განაცხადი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა წარადგინონ. გამარჯვებულებს მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს. საპროექტო განაცხადისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს - http://tbilisi.gov.ge/news/2873 საკონტაქტო პირი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) მობ: (577) 220 770 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)