|
2016-08-24 17:09:24, 812 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: ალბათ მივაღწევთ, რომ 24 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, 21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ქართული სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო კონსტიტუცია. „დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუცია ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი. კონსტიტუცია შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო. ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არამხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც თანამედროვე ადამიანს, არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს სახელმწიფოს მშენებლობისა, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად ქმნის. თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება სწორედ ამ დოკუმენტისსულისკვეთებაში იკვეთება. 25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ და ამ გზას ახლა თავისუფლების მიმართულებით ვავითარებთ, სწორედ კონსტიტუციით, კონსტიტუციის პატივისცემით, მისი ღრმა შესწავლით, ჩვენ ვადგავართ ამ გზას”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების დროს ახალგაზრდები სიღრმისეულად სწავლობენ კონსტიტუციას. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის "მე და კონსტიტუცია" მონაწილეებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)