|
2016-08-24 17:08:32, 943 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგეობამ კოტე აფხაზის №43-ში ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება. კრწანისის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, მწვავედ ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, სახლის მობინადრეებთან ერთად გაეცნო. გამგეობის ცნობით, ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმდროინდელი თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშიაა, 1800-იანი წლების I ნახევარს განეკუთვნება. გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად გამაგრდება სახლის საძირკველი, პირვანდელი სახით აღდგება ხის შუშაბანდი, რომელიც რესტავრაციის ჩასატარებლად შენობიდან მოიხსნა. ასევე, განახლდება ეზოს თაღოვანი გალავანი. ძეგლის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)