04:17 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:02:29, 778 ნახვა

საზოგადოება
რეგიონებში 4 ახალი სპორტის სასახლე და 20 საფეხბურთო, სარაგბო სტადიონი აშენდება

სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა მინისტრმა  ტარიელ ხეჩიკაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ქართველ სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობა კიდევ ერთხელ მიულოცა.

როგორც ხეჩიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს წინა ოლიმპიადასთან შედარებით, წელს უკეთესი შედეგი ჰქონდა.

„მინდა, საქართველოს მივულოცო ოლიმპიადაზე ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლა. უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე. რაც ყველაზე მთავარია ამ ოლიმპიადამ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ ერთობლივი ძალისხმევით წარმატებულები. ის პროექტები, რომლებიც ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელდა, ამის შედეგად, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს და იმედია, რომ შემდგომში ჩვენი ნკარები გაახარებს ჩვენს გულშემატკივარს“, - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ქართული სპორტისთვის 500 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

„არნახული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ქართულ სპორტს, 500 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული 4 თვის მანძილზე როგორც კონკრეტული ფედერაციების, სპორტის სახეობის და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა, თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. საქართველო სპორტული ცენტრი გახდა რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, მოხმარდება სპორტის განვითარებას საქართველოში - მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას. რეგიონებში 4 ახალი სპორტის სასახლე აშენდება, ასევე აშენდება 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას, ასევე სპორტის ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა სპორტის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics