09:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 11:46:57, 370 ნახვა

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ ჯერაბლუსის “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში არტილერია, ავიაცია და სახმელეთო ძალები მონაწილეობენ.

ოპერაცის დაწყებამდე ისლამისტების პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ კი ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავიადრტყმები განახორციელა.

თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ოპერაციის მიზანს ასევე წარმოადგენს მიგრანტთა ახალი ნაკადის თავიდან აცილება, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და რეგიონის ტერორისტებისგან გაწმენდა.

როგორც სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, თურქი სამხედროები სირიის ტერიტორიაზე ჯერ არ შესულან, რადგან ამჟამად მიმდინარეობს ისლამისტების პოზიციების დაბომბვა.

ქალაქი ჯერაბლუსი სირია-თურქეთის საზღვარიდან ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. 2012 წლის 20 ივლისს ქალაქი სირიულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიკავეს. თუმცა 2013 წლის დასაწყისში სირიელი ამბოხებულები ჯერაბლუსიდან ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განდევნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics