|
2016-08-23 22:02:06, 809 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა, მოახლოებული ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის მომარაგება და ტყეებთან მისასვლელი გზების გაყვანა, გაზიფიკაცია, სტიქიის შედეგების რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და ქედის რაიონში ახალი ტურისტული ცენტრების მოწყობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რეგიონის ინტერნეტიზაცია და სხვა. ზურაბ პატარაძემ ქედის მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბირჟა, ხილის ევროპული სტანდარტებით შეფუთვა და სამაცივრე წარმოება, სასაკლაოების ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან სუფსიდირება - ეს ის ახალი პროექტია, რომელსაც აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთის მოსახლეობას სულ მალე შესთავაზებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)