|
2016-08-23 17:32:25, 948 ნახვა
სამხედრო
საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, პოლკოვნიკი მეთინ გიუნალი გენერალ კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის წვლილი შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში. თურქი პოლკოვნიკის, მეთინ გიუნალის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიათარი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)