|
2016-08-23 13:58:02, 828 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის 20ა-სთან ახალი სკვერი მოეწყობა
ალ. ყაზბეგისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ახალი სკვერის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, დაიგება ბალახის ბელტები, დაიდგმება ორმხრივი საპარკე სკამები და დამონტაჟდება ორიგინალური სანათები. დაწყებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია აუცილებლად გამწვანდება. „აქ არაფერი იყო, არც ბალახი, არც თუნდაც ერთი სკამი ჩამოსაჯდომად, მხოლოდ დამტვრეული ფილები და კიბის რამდენიმე საფეხური. სამუშაოები დავიწყეთ და სულ მალე აქ იქნება პატარა, მაგრამ ლამაზი მწვანე კუნძული ყაზბეგის გამზირზე. პროექტის მიხედვით, აქ 60 ძირი ტუიასა და 25 ღვიის ნერგი დაირგვება, დამონტაჟდება 15 ერთეული განათების ბოძი და ასევე, დადგება სრულიად ახალი ავტობუსის გაჩერების ჯიხური,“ - განმარტავს გამგებელი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფენიქსი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 32 103 ლარია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)