07:08 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 16:00:31, 861 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია სენაკში სტიქიით დაზარალებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

„სენაკის სამხედრო დასახლებაში სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული სახლების აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ  გუბერნატორი, ადგილობრივი ხელმძღვანელობა,  დევნილთა და განსახლების სამინისტრო. დაზიანებულია 3 კორპუსი, რომლებსაც სტიქიამ სახურავი გადახადა, ამათგან უკვე გადახურულია 2.  დარჩენილია ტექნიკური დეტალები, რომლის შემდეგაც, დაახლოებით  10 დღეში, ეს ორი კორპუსი დასრულდება. მესამე კორპუსი ნახევრად გადახურულია, ისიც რამდენიმე ხანში დასრულდება, შემდეგ კი გეგმიურად წარიმართება დანარჩენი სამუშაოები, რომელიც კორპუსების სრულყოფილი აღდგენისთვისაა გათვალისწინებული.

ამ სამუშაოების გამხორციელებისთვის სერიოზული სახსრები გამოყო დევნილთა და განსახლების სამინისტრომ. გადაწყდება მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი, სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება. წლების მანძილზე ამ სახლების სარდაფებს წყალი აქვს შეყენებული, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის შენობებს და მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან საფუძვლიანად კეთდება ყველაფერი. 

მახარებს ის, რომ სამხედრო დასახლების მცხოვრებლები კმაყოფილები არიან შესრულებული სამუშაოების ხარისხით. რამდენიმე ხანში შეიცვლება  ვითარება, აღმოიფხვრება სტიქიით მიყენებული ზარალი და მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ და ადრინდელთან შედარებით უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი “, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
პოლონეთმა ნატოს შესთავაზა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics