|
2016-08-20 20:35:45, 825 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში წიწვოვანი ხეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა
ვარკეთილში, მაისურაძის ქ. №1-ში, ე.წ „დამპალოს“ სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხე-მცენარეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეტყობინება დღეს საღამოს შევიდა. მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმაპირებმა წიწვოვანი ნარგავები გახმობის მიზნით სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 14 წიწვოვან ხე-მცენარეს 100-150 კვადრატულ სანტიმეტრ ფართობზე შემოცლილი აქვს ქერქი. ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის თანხა შეადგენს ან გადააჭარბებს 1000 ლარს, დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)