10:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 14:26:21, 304 ნახვა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, საგანელიძის თქმით,  ამაზე პარტიული  სანქციები არ იქნება.
„პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს პარტიებს, ფრაქციებს მოვუწოდოთ  ნინო გვენეტაძის კანდიდატურას  მხარი დავუჭიროთ. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს და ამაზე პარტიული სანქციები უნდა შემოვიდეს, პოლიტსაბჭოზე ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. სასჯელები ამასთან დაკავშირებით ცოტა გადაჭარბებული იქნება“, – აღნიშნა საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics