03:14 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 13:39:51, 545 ნახვა

Scorpions-ი დღეს Black Sea Arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ ჟგუფი - Scorpions საქართველოშია. გერმანული როკ-ჯგუფის წევრები ბათუმში გუშინ ჩამოფრინდნენ და სასტუმრო „ჰილტონში“ დაბინავდნენ.

ჯგუფი Black Sea Arena-ს სცენაზე დღეს ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის კონცერტს გამართავს. 

მათი მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნე Return to Forever, Black Sea Arena-ს სცენაზე პირველი როკ კონცერტი იქნება და ჯგუფის ყველა ჰიტი შესრულდება. 

ჯანმრთელობის პრობლემის გამო, Scorpions-ის დრამერს ჯეიმს კოტაკს, ჯგუფ "მოტორჰედის" დრამერი მიკი დი ჩაანაცვლებს.

ცნობისთვის, Scorpions 1970-იან წლებში გახდა პოპულარული და მელოდიური როკის შესრულება დაიწყო. 1990 წელს გამოშვებულმა ალბომმა Crazy World, რომელშიც სიმღერა Wind of Change შედიოდა, მსოფლიო მასშტაბის მოწონება დაიმსახურა და ჯგუფს 100 მილიონზე მეტი ალბომი გააყიდინა. 

სცენაზე მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში Scorpions-მა 18 სტუდიური ალბომი გამოსცა და 20-ზე მეტი მსოფლიო ტურნე ჩაატარა. 

ცნობისთვის, კონცერტზე დასწრების მსურველთათვის საქართველოს რკინიგზამ დამატებითი მატარებელი გამოყო. 

Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics