17:24 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 14:14:36, 663 ნახვა

საზოგადოება
დავით ბაქრაძემ აჭარაში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აჭარის რეგიონში სტუმრობისას ქ.ქობულეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ აგრო-ცენტრი და ევროკავშირის პროექტის ENPARDI მიერ დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

 აჭარის რეგიონში ENPARDI-პროექტებს 2013 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.
„მოვინახულეთ სამაგალითო სასათბურე მეურნეობა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ძალიან კონკრეტულად თავისი გათვლებით აძლევს საშუალებას სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს გაეცნონ იმ პრაქტიკას, რაც არსებობს, გაითვალისწინონ და იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს-იქნება ეს თანადაფინანსების პროგრამა, აწარმოე საქართველოში, დანერგე მომავალი, თუ სხვა პროგრამები, ააგონ თავისი წარმოება“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა მეურნეობის დათვალიერების შემდეგ.
 აგრო-ცენტრში სტუმრობისას დავით ბაქრაძეს ევროკავშირის მოდელირებული ფორუმის მონაწილე სტუდენტები, კერძოდ, აგრარული კომიტეტის წევრები შეხვდნენ. დავით ბაქრაძემ მოდელირებული ფორუმის დელეგატებთან ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics