02:06 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 13:14:21, 434 ნახვა

ნარმანია: 10 დღის განმავლობაში თბილისში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა

თბილისის მერის დავით ნარმანაის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესისა და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის საჭიროების გამო, დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა. 

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცადა, 10 დღის განმავლობაში ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პირთან ერთად კიდევ ერთხელ ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.  

„გუშინ მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომი ათი დღის განმავლობაში მორატორიუმის გამოცხადებას ქალაქში მწვანე ნარგავების მოჭრაზე. ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პირთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედავთ ქალაქის გამწვანებასთან და ხეების ფორმირებასთან დაკავშირებულ წესებს. მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კანონში ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადასახედი და დასახვეწია“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, უნდა შემუშავდეს ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით, ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. 

„მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხები, რათა რეგულაციები გავხადოთ კიდევ უფრო მკაცრი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 21-ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია. უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას, რათა ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მეორე მხრივ კი ვიზრუნოთ ახალი პროექტების განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებაზე. ჩვენ მოვუსმენთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაციონალური წინადადება და შევიმუშავებთ ახალ წესებს“, - აღნიშნა ნარმანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics