2016-08-19 14:21:39, 546 ნახვა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი ქალბატონის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა უკვე დაწყებულია.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავტოავარია თურქეთში, ბანდას რაიონში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი შიდა რეისს ასრულდებდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
როგორც მედია საშუალება წერს, ავარიის შედგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან