|
2016-08-19 13:49:49, 797 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკი საქართველოს ნიჩბოსანთა 18 წლამდე ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა
ვითიბი ბანკსა და საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ვითიბი ბანკის საქართველოს ნიჩბოსანთა 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. ნაკრების გენერალური სპონსორობის პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. საქართველოში აკადემიური ნიჩბოსნობა გავრცელდა 1950-იან წლებში. საქართველოს ნიჩბოსნობისა ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა 1991 წელს. 1993 წლიდან არის აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FISA) წევრი. "ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შეემატა ნიჩბოსნობაში საქართველოს 18 წლამდე ეროვნული ნაკრები. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ განვითარებას, წინსვლას და წარმატებას",-განაცხადა ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
პოლონეთმა ნატოს შესთავაზა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



