|
2016-08-19 13:19:55, 475 ნახვა
The Wall Street Journal: ირანისთვის გადაცემულმა 400 მილიონმა ამერიკელი პატიმრების გათავისუფლებას შეუწყო ხელი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ ირანისთვის 400 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის გადაცემამ 5 ამერიკელი პატიმრის გათავისუფლებას შეუწყო ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, ფულის გადაცემისა და გათავისუფლების შესახებ შეთანხმებები ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული არ ყოფილა. თუმცა კირბიმ აღიარა, რომ ფულის მიწოდება არ მოხდა მანამ, ვიდრე ამერიკელებმა ირანის ტერიტორია არ დატოვეს. ირანში დაკავებული აშშ-ის 5 მოქალაქე იანვარში შვიდი დაკავებული ირანელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იმავე დღეს, ვაშინგტონმა თეირანს 400 მილიონი დოლარი გადასცა. ამ ფაქტმა რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ირანისთვის გამოსასყიდის გადახდაში დაადანაშაულეს. თეთრი სახლი გამოსასყიდის გადახდას უარყოფს. ხელისუფლების მტკიცებით, ფულის გადახდა ირანთან ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე წარმოქმნილი ფინანსური დავის ფარგლებში მოხდა. თუმცა The Wall Street Journal-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ფულს გადახდა ამერიკელი პატიმრების ბედზე იყო დამოკიდებული. კირბიმ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი აღიარა, თუმცა სიტყვა “გამოსასყიდი” არ უხსენებია.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)