|
2016-08-19 11:40:46, 670 ნახვა
საზოგადოება
21 აგვისტოს საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2016” გაიმართება
კვირას, 21 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, ტრადიციულად ქ. ბათუმში, მეთერთმეტედ გაიმართება საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2016”, რომელსაც წარმოგიდგენთ „თეგეტა მოტორსი “ და „ბრიჯსთოუნი“. ღონისძიება ტარდება ქ. ბათუმის მერიის პატრონაჟით და შსს-ს მხარდაჭერით. წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ წრიული რბოლის სახით ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ GTCC კლასის ავტომობილები. შეჯიბრი გაიმართება საავტომობილო სპორტის ფედერაციის 2016 წლის სპორტული რეგულაციის მიხედვით (კლასი GTCC) და დაშვებული იქნება არაუმეტეს მაქსპერფორმანსით კლასიფიცირებული საბურავებით აღჭურვილი ავტომობილები. რბოლაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და ავტომობილების დახურულ პარკში განთავსება მოხდება შაბათს, 20 აგვისტოს, 19:00–დან 21:00–მდე. 21 აგვისტოს 11:00-დან 12:00–მდე ჩატარდება პირველი ვარჯიში, 16:00-დან 17:00–მდე მეორე ვარჯიში, კვალიფიკაცია გაიმართება 17:00-დან 18:00–მდე, ხოლო 19:00–დან დაიწყება „Bridgestone Black Sea Cup-2016“ გახსნის ოფიციალური ცერემონია და საფინალო რბოლა. ღონისძიებას დაასრულებს ჯგუფი Goofy Land კონცერტი, დასწრება უფასოა! ღონისძიების გენერალური სპონსორია „მოტული“ - პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთი საფრანგეთიდან. ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია - სადაზღვეო კომპანია „კოპენბური“. ექსკლუზიური რადიო პარტნიორი: ფორტუნა, ფორტუნა+, ავტორადიო, არდაიდარდო. ოფიციალური ენერგეტიკული სასმელი: „მეთექვსმეტე“ მედია პარტნიორები: მარკეტერი, ჟურნალი OK. (R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)