|
2015-03-09 11:39:23, 741 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ხმაურთან დაკავშირებით ჯარიმები 150-დან 1000 ლარამდე იქნება
დედაქალაქში ხმაური კანონმდებლობით დარეგულირდება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ "ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის თანახამადაც, ხმაურის დადგენილი ნორმების დარღვევაზე ადმინისტრაციული სასჯელი იქნება. როგორც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო, რომელიც მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას და ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩამდენს ადმინისტრაცული პასუხისმგებლობის ზომას შეუფარდებს. მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ხმაურზომებით იქნება აღჭურვილი, რომელიც დეციბელებს გაზომავს. კანონონპროქტით, თუკი დილის 7:00 საათიდან, საღამოს 11:00 საათამდე ხმაურის ზომა 40 დეციბელს გადასცდება, ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი, 500 ლარით დაჯარიმდება. ხოლო საღამოს 11:00 სათიდან, დილის 7:00 საათამდე, თუ 30 დეციბელზე იქნება გადაცდენა, ფიზიკური პირი ამ შემთხვევაში 300 ლარით, იურიდიული პირი კი, 1000 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმები გაორმაგდება. თბილისის საკრებულო კანონპროექტს დასამტკიცებლად დღეს პარლამენტს გადაუგზავნის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)