|
2016-08-16 13:43:26, 835 ნახვა
საზოგადოება
სენაკში სამხედრო დასახლებაში სტიქიის დროს დაზიანებულ კორპუსებს სახელმწიფო აღადგენს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ორი დღის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად, სენაკში, სამხედრო დასახლებში, მდებარე დევნილების კორპუსები დაზიანდა. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ორ პროგრამას განახორციელებს-ერთი ეს არის დაზიანებული კორპუსების აღდგენა, ხოლო მეორე იქ არსებული ჭაობის მთლიანად დაშრობა. „ორი დღის წინ, დასავლეთ საქართველოში სტიქიის მძვინვარების დროს, დაზიანდა სენაკში სამხედრო დასახლებაში დევნილების საცხოვრებელი სახლები. ეს არის საცხოვრებელი, რომელიც დაკანონებულია . ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განვახორციელოთ პროგრამა- ყველა კორპუსს, 30-ზე მეტი კორპუსი დგას, ვუცვლით სახურავებს და იატაკებს იმ ადგილებში, სადაც დაზიანებულია. ეს არის მთლიანად ჭაობიანი ადგილი და ორ პროგრამას ვახორციელებთ, ერთი ნახევარმილიონიანი, რომელიც მიმდინარეობს და ოქტომბერში უნდა დამთავრდეს, რაც გულისხმობს დაზიანებული სახურავებისა და იატაკების გამოცვლას და მეორე, რომლის პროექტირებაც მთავრდება და დამთავრებისთანავე დავიწყებთ, დავაშროთ ეს ჭაობი, მილიონ ნახევარ ლარამდე დაჯდება ალბათ, რომ აქ ცხოვრება იყოს შესაძლებელი“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე განმარტებით, სტიქიის დროს, ასევე დაზიანდა სამი კორპუსი, რომელსაც რემონტის გამო გადახდილი ჰქონდათ სახურავები. „16 ოჯახის პირობები არის ძალიან მძიმე, მთლიანობაში 55 ოჯახი დაზიანდა. შპს „გილანი“, რომელსაც ჰქონდა ტენდერი მოგებული, იღებს პასუხისმგებლობას, რომ თავისი ხარჯებით, სახელწმიფოს ჩარაევის გარეშე, აღუდგინოს, რა დაზიანებაც მათ მიიღეს, თავისი ნივთებიანად, ხოლო 16 ოჯახი, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ, დროებით, მათი საცხოვრებელი ბინების აღდგენამდე გავიყვანთ ქირით“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)