|
2016-08-16 09:59:02, 878 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტი აღმოიფხვრება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 57 მილიონი ლარი იხარჯება, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს მიიღებს. „ნამდვილად საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და მართლაც ათასობით ოჯახი ასევე ვიხსენით სიღატაკისგან. ჩვენ ამ 4 წლის თავზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ იმფიცირებულების 90% უნდა გვყავდეს უკვე გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% უნდა გვყავდეს განკურნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ამ პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 57 მილიონი ლარი, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მიიღებს უსასყიდლოდ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს. პროგრამაში ჩართული არიან "გილიარდი" და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდს დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით,რომლებიც ახორციელებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. მომავალი 4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მოხდება ამ დაავადების აღმოფხვრა საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)