|
2016-08-13 14:58:45, 1196 ნახვა
საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, სოსო ქარცივაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი ზოლის 1200 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ქვაფენილი, დაირგვება 2900 ძირი ბუჩქოვანი მცენარე და მოეწყობა მწვანე ბალახის საფარი. გარდა ამისა, თამარაშვილის ქუჩაზე უკვე დასრულდა ახალი სარწყავი სისტემის გაყვანა და დამონტაჟდა გარე განათების 110 ბოძი. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება საბაღე ფურნიტურის, ნაგვის ურნებისა და სკამების შეცვლაც. თბილისის მერის განცხადებით, გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც, შემოდგომაზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დაიწყება. „თამარაშვილის ხეივანში დაირგვება მცენარეები და მწვანე ბალახის საფარი. უკვე მზად არის სარწყავი სისტემაც. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ ძალიან საინტერესო სკვერს მივიღებთ. აქ განთავსდება სკამები, იქნება საჯარო ინტერნეტი, რაც დამატებით მოიზიდავს ახალგაზრდებს და იმ პირებს, რომლებსაც სურთ დასვენება და გართობა“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მიმდინარე სამუშაოებს კომპანია „Green service plus“-ი აწარმოებს. სამუშაოებს ზედამხედველობას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უწევს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)