|
2016-08-13 11:25:44, 870 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშასა და მარტვილში ოთარ დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აბაშის მუნიციპალიტეტის - პირველი მაისი, გაუწყინარი და გენზათის, მოსახლეობას შეხვდა. ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოსა და თამაკონის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები. დეპუტატობის კანდიდატმა პირადად მოისმინა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო: „ჩვენს რეგიონს, აბაშასა და მარტვილს აქვს პოტენციალი იყოს წელში გამართული. ჩემი მიზანი ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობაა. ეს პოტენციალი არსებობს აგრარული, ტურისტული, წარმოების ზრდის მიმართულებებით და მე, როგორ ამ კუთხის შვილი, აქაურობის გულშემატკივარი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ რეგიონის აღორძინების საქმისთვის",-განაცხადა ოთარ დანელიამ. მან აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განვითარების პოტენციალსა და აგრარული დარგის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშასა და მარტვილში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს",-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)