|
2016-08-12 18:00:26, 1017 ნახვა
საზოგადოება
მეტროს სავაგონე პარკს დღეიდან ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება
თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას აგრძელებს. მერიის ინფორმაციით, დღეიდან დედაქალაქის მეტროს სავაგონე პარკს ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება. "მეტროს შეუფერხებელი მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, შემადგენლობის კაპიტალური განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მოხდა. შეკეთდა შემადგენლობის ძრავები და გამოიცვალა გოგორწყვილები. ვაგონების ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული ტიპის კომპრესორებით. ასევე, განახლდა სიჩქარის რეგულირების მექანიზმი; დამონტაჟდა მოდერნიზებული, ავტომატური სიჩქარის სისტემა, რომელიც შემადგენლობის გამართულ მოძრაობას უზრუნველყოფს. ვაგონების მოძრაობა და სიჩქარის მექანიზმის ფუნქციონირების გაკონტროლება კომპიუტერით გახდა შესაძლებელი. შემადგენლობის ინტერიერი განახლდა, სალონში დამონტაჟდა თანამედროვე დიზაინის დიოდური სანათები და შეიცვალა იატაკის საფარი. რამდენიმე დღეში ასეთივე განახლებული ოთხ ვაგონიანი შემადგენლობა შევა ექპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში 2016 წელს მეტროს 12 ვაგონის კაპიტალური შეკეთება მოხდა. ამ თვის ბოლოს კი „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროს ვაგონების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მორიგ ტენდერს გამოაცხადებს. თბილისის მერიის და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიზანია მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სერვისის შეთავაზება",-აცხადებენ დედაქალქის მერიაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)