01:00 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 16:45:03, 968 ნახვა

საზოგადოება
ჩარგლის ქუჩაზე ავტობუსების მიმართულებები დროებით იცვლება

ჩარგლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, 12 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე  #17, #60, #94 და #95 ავტობუსები გურამიშვილის გამზირიდან შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ალ. ბარამიძის ქუჩა - გამყრელიძის ქუჩა - ურეკის ქუჩა - ანაპის დივიზიის ქუჩა - შემდეგ კი არსებული, ძველი მარშრუტით გააგრძელებენ გადაადგილებას.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. 

რაც შეეხება აღნიშნული ავტობუსების უკუმიმართულებით მოძრაობას, ავტობუსები გადაადგილდებიან იგივე ქუჩების გავლით. 

მერიის ცნობით, ჩარგლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია შპს „ენკო“ ახორციელებს. 

სამუშაოების დამთავრებისთანავე, ავტობუსები ჩვეული მარშრუტით იმოძრავებენ. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics