|
2016-08-12 12:42:17, 661 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, სასტუმროში Holiday Inn, ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. დანაშულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ ეფექტიანი თანამშრომლობის ხედვა შეიმუშავეს. დისკუსიის რეჟიმში განიხილეს არსებული პრობლემები და მათი დაძლევის საშუალებები. შეხვედრას საქართველოს სპოტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლები და 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ. შეხვედრის ინიციატორია საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision” საქართველო, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის”, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision” საქართველო. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, 2000 წლიდან, 12 აგვისტოს ყოველწლიურად აღინიშნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)