|
2016-08-11 10:12:52, 689 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მესტიაში ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს სამინისტროს საქმიანობისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა. მათივე ცნობით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ. სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. მსგავსი შეხვედრები, სამინისტროს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)