21:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 15:08:55, 743 ნახვა

საზოგადოება
საქართველო სამოყვარულო საავიაიციო რალის მასპინძელია

საქართველო 2016 წლის საავიაციო ტურისტულ რალის მასპინძლობს.

სამოყვარულო საავიაციო რალის მონაწილეები ევროპიდან საქართველოში 11 საჰაერო ხომალდით ჩამოფრინდნენ.  ჯგუფის წევრებს ნატახტარის აეროპორტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე  შეხვდნენ.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მომავალი პარტნიორობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით,  საქართველოსთვის მსგავსი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს პროექტის განხორციელების მხრივ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

საავიაციო ტურისტულ რალიში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 28 ადამიანი მონაწილეობს. საავიაციო რალის მონაწილეები  საჰაერო ხომალდებით (Cessna 182, Cessna T 303, Cessna 182 T, TB-21 Trinidad, P32R, Flight Design CTLS. T 9 Stiletto, P 2006 T, SR22, PA 32T)  მესტიას და თელავს მოინახულებენ. ჯგუფის წევრები ავტომობილებით ყაზბეგში გაემგზავრებიან. ევროპელი მფრინავები საქართველოს გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლუქსემბურგიდან და თურქეთიდან ესტუმრნენ. საავიაციო რალი 5 აგვისტოს, უნგრეთში დაიწყო, საქართველოში ევროპელი მფრინავები 13 აგვისტომდე დარჩებიან.   საავიაციო ტურისტული რალი ლუქსემბურგის საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

ყოველწლიური ავია რალი განთქმული ავსტრიელი პილოტის ჰანს გუტმანის სახელს ატარებს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ  ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ჟან ბირგენი და ფედერაციის წევრები საქართველოში 2015 წელს მოიწვია. დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას, გასულ წელს, გადაწყდა, რომ 2016 წლის სამოყვარულო ტურისტული ავია-რალის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა სწორედ საქართველო ყოფილიყო.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics