2016-08-10 12:45:21, 450 ნახვა
ყვარლის რაიონში ქალის ცხედარი იპოვეს
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, ქალის ცხედარი იპოვეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტი დეტალი არ ვრცელდება.
უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან