|
2016-08-10 11:09:57, 945 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს უცხოელ მრჩევლებსა და ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს უცხოელ მრჩევლებსა და ექსპერტებს უმასპინძლა. სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორის შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამუშაო შეხვედრის მიზანს თავდაცვის სამინისტროს განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მსჯელობა წარმოადგენდა. ლევან იზორიამ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც კონცეპტუალურ დოკუმენტში იქნება ასახული. სამუშაოს ჯგუფს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. სტრატეგია სრულად ასახავს სტრატეგიულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული თანამშრომლობის მიმართულებებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)