|
2016-08-10 10:40:13, 709 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ ამბროლაურში მშენებარე ფერმა დაათვალიერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელმძღვანელ ირაკლი კერვალიშვილთან ერთად ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმში შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებული ახალი ფერმის მშენებლობა დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით, ფერმა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. უწყების ინფორმაციით, ფერმის მეპატრონემ, სოფელი ხიმშის მკვიდრმა ელდარ ხუციშვილმა 95,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ფერმა 50-60 სულ საქონელზეა გათვლილი და წლიურად 5-6 ტონა საქონლის ხორცის წარმოებაა დაგეგმილი. საწარმოში 6 ადამიანი მუდმივად დასაქმდება, სეზონურად კი, 16. ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების ხელშეწყობაა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პოტენციალს ათვისების მზარდი ტენდენციაა. „მესაქონლეობის დარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ. შეღავათიანი აგროკრედიტითა და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ 3 ახალი ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რეგიონში 9 თანამედროვე ტიპის ფერმა იფუნქციონირებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)