09:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 10:35:17, 823 ნახვა

გაიგე მეტი სააღსრულებო პროცედურებისა და სერვისების შესახებ

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და შესაბამის პასუხებს აქვეყნებს. 

ყველაზე აქტუალური კითხვა-პასუხები მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, როგორც სააღსრულებო პროცედურების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ. 

რა დოკუმენტაციაა საჭირო სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებისთვის?

სააღსრულებო საქმის წარმოების დასაწყებად აუცილებელია:
სააღსრულებო ფურცელი (დედანი);

გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

წარმომადგენლობის შემთხვევაში მინდობილობა სააღსრულებო ფურცლის შემოტანის უფლებით;
კრედიტორის საბანკო რეკვიზიტი.

რა ვადაში უნდა იქნას გადახდილი კრედიტორის მიერ სააღსრულებო საქმისწარმოების საფასური?

სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საჭიროა კრედიტორმა  გადაიხადოს აღსრულების საფასური, მოთხოვნილი თანხის 2% და არანაკლებ 50 ლარი.

რა ვადა ეძლევა მოვალეს ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულება?

სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან, მოვალეს ეძლევა 7 კალენდარული დღის ვადა, ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულება.

კრედიტორს რა ვადით შეუძლია შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება?

კრედიტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოება შესაძლებელია შეჩერდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით. 

თუ არის შესაძლებელი მოხდეს ფულადი ვალდებულების გადანაწილება და რა ვადით?

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის თანახმად, ფულადი მოთხოვნის გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.

იმისათვის რომ,  მოხდეს ფულადი მოთხოვნის განწილვადება, საჭიროა კრედიტორის და მოვალის წერილობითი თანხმობა.

სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან რა ვადაშია შესაძლებელი, განხორციელდეს აუქციონის დანიშვნა?

ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში ტარდება იძულებითი აუქციონი.

რამდენჯერ გადის ქონება აუქციონზე?

დაყადაღებულ ქონებზე შესაძლებელია დაინიშნოს:

წინმსწრები აუქციონი;
პირველი აუქციონი;
პირველი განმეორებითი აუქციონი ;
მეორე განმეორებითი აუქციონი (ე.წ ნულოვანი აუქციონი).

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დაყადაღებული ქონების მეორე განმეორებით აუქციონზე რეალიზაცია ვერ განხორციელდა?

თუ ქონების რეალიზაცია მეორეგანმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციისგან მახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავემ ოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.

რა დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო გამარტივებული წარმოების დასაწყებად?

გამარტივებული წარმოების მომსახურების მისაღებად აპლიკანტმა უნდა   წარმოადგინოს:
სააპლიკაციო განცხადება;

ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია;
წარმომადგენლობის შემთხვევაში მინობილობა;
აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტი.

რა ღირს გამარტივებული წარმოება?

ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 100 (ასი) ლარს.
წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 (ასი) ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.

აპლიკანტს შეუძლია გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინასწარ და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. ამისთვის, მან აღსრულების მომსახურების საგარანტიო თანხა, მოთხოვნის 2% უნდა გადაიხადოს, რომელიც აღსრულების შემდეგ მას უკან დაუბრუნდება.

გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს რესპოდენტის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რომლის საფასური თითოეულ ქონებაზე შეადგენს 50 ლარს.

გამარტივებული წარმოების დაწყებიდან, რა ვადაში გადაეცემა საქმე ქეის-მენეჯერს?

დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამარტივებული წარმოების მრჩეველი ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და შემდგომ საქმე გადაეცემა გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერს.

რა ხანდაზმულობის ვადა აქვს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებულ ჯარიმებს?

ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებულ ჯარიმებზე მოქმედებს 5  წლიანი          ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ვადის დინება იწყება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან.

რა დოკუმენტაციაა საჭირო სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისას წარმოების დასაწყებად?

სააღსრულებო ფურცელი (დედანი)
სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წარმომადგენლობის შემთხვევაში მინობილობა სააღსრულებო ფურცლის შემოტანის უფლებით;
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა.

რა ღირს ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა?

ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა სამუშაო საათებში ღირს 100 ლარი; არასამუშაო საათებში - 150 ლარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მოქალაქეებისთვის სააღსრულებო პროცესი გამჭვირვალე, ხოლო სერვისები - ხელმისაწვდომი იყოს. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics