|
2016-08-09 18:18:41, 956 ნახვა
საზოგადოება
“გოთუას 12-ში მშენებლობა შეჩერებულია”, - ბექა მიქაუტაძე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა
„გოთუას 12-ში მშენებლობა არ გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება გეოლოგების კვალიფიციური დასკვნა მორღვეული კედლის გამაგრებისა და მშენებლობის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე,“ - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გოთუას 12-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ადგილობრივების თხოვნით შედგა და მათ გამგებელს მიმართეს თხოვნით უზრუნველყოს ისეთი ღონისძიებების გატარება, რითაც დაცული იქნება მათი უსაფრთხოება და მშენებლობას არ მოყვება არასასურველი შედეგები. „როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ჩატარდეს გეოლოგიური კვლევა. ამასთან, ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ მშენებლების მიერ წარმოდგენილი კვლევის დასკვნას და მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალისტები გადაწყვეტენ, რომ მშენებლობა დასაშვებია და ის საფრთხეს არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას,“ - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა. გოთუას N12-ში მიმდინარე მშენებლობისას კლდე გუშინ ჩამოიშალა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კლდე შლას განაგრძობს და აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა. შეხვედრას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)