|
2016-08-09 17:41:30, 810 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ევროპული საავიაციო ტურისტული რალის დასკვნით ეტაპს მასპინძლობს
8 აგვისტოდან, საქართველო ევროპული საავიაციო ტურისტული რალის დასკვნით ეტაპს მასპინძლობს. ღონისძიების მასპინძელი მხარის, აეროდრომ „ნატახტარის" ოპერატორი კომპანია - "Vanilla Sky"-ის ორგანიზებით, საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ევროპული ასოციაციების მფრინავებისთვის დღეს მიღება გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ევროპის საჰაერო კლუბების წარმომადგენლებსა და პილოტებს სიტყვით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ მიმართეს. გამომსვლელების თქმით, ევროპულ საავიაციო რალში საქართველოს ჩართვა კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი და ევროკავშირის ორმხრივ მისწრაფებას - საქართველო გახდეს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ნაწილი. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტებისა და მოგზაურების დაინტერესებას ადგილობრივი ტურისტული და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით. ცნობისთვის, ჰანს გუთმანის სახელობის საავიაციო ტურისტული რალი ლუქსემბურგის საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებამ 5 აგვისტოს, უნგრეთში აიღო სტარტი. ბულგარეთისა და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 7 აგვისტოს მფრინავები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ. რალის ძირითადი დანიშნულების პუნქტი ნატახტარის აეროდრომია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ნებართვა გაცემულია 15 პილოტზე (საჰაერო ხომალდები: Cessna 182, Cessna T 303, Cessna 182 T, TB-21 Trinidad, P32R, Flight Design CTLS. T 9 Stiletto, P 2006 T, SR22, PA 32T). სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, მფრინავები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლუქსემბურგიდან და თურქეთიდან საქართველოში 12-13 აგვისტომდე დაჰყოფენ. რამდენიმე მათგანი, საჰაერო ხომალდებით სვანეთის მონახულებასაც გეგმავს. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოში რალის გამართვის ორგანიზებაში ჩართული და ღონისძიების მხარდამჭერი სახელმწიფო უწყებები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)