|
2016-08-09 14:25:53, 755 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს 300-მდე თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 300-მდე თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა. სპეციალურ სასწავლო კურსს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი თამარ იმერლიშვილი უძღვებოდა. ტრენინგი რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, საზოგადოებრივი ცენტრებისა და ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორებმაც მიიღეს. სერვისების განვითარების სააგენტომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, წარმატებით შეასრულა და სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწის მიზნით, თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი პერსონალურ მონაცემთა უწყვეტი დაცვის უზრუნველყოფა იყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, მუდმივად ზრუნავს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე პერსონალურ მონაცემთა საიმედოდ დაცვის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნესპრაქტიკის რისკების ანალიზს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ადამიანის უფლებების შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის პოპულარიზაციას. თანამშრომლობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის – „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა" – ფარგლებში. პროგრამა გაეროს ოთხი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) – ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
(NS)
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)