|
2016-08-09 11:37:51, 827 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის 50 ბენეფიციარი „მომავლის ბანაკში“ დაისვენებს
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ „მომავლის ბანაკში“ დღეს კიდევ ერთი ნაკადი გაემგზავრა. მათ შორის არიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებიც. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" წარმომადგენლებმა ბანაკის ახალწვეულები გააცილეს და საინტერესო დღეების ნაყოფიერად გატარება უსურვეს. ანაკლიის ბანაკი „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზდული პროგრამების მონაწილეებისთვის ერთგვარი წახალისებაა. „მომავლის ბანაკში“ სხვა თანატოლებთან ერთად ის 50 მოზარდი დაისვენებს, რომლებიც გასული სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ცენტრის პროგრამებსა და სერვისებში. ახალგაზრდული პროგრამების აქტიური მონაწილეები ბანაკს ეტაპობრივად ეწვევიან. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბანაკში ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით და სხვა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს" საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. „მომავლის ბანაკი" სულ 2304 მოზარდს მიიღებს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამები/პროექტები მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)