|
2016-08-09 11:10:02, 549 ნახვა
საქართველოს პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ონის რაიონში მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველო“ მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა. ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებში აშენდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით მაღალპროდუქტიული შვიცისა და სიმენტალის ჯიშებით ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება ხორციელდება. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ-მდე აღწევს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი კერვალიშვილმა საქართველოს პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამდროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციას და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე გაამხვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა. „ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ ადგილობრივი მოსახლეობა დალოცა, გაწეული საქმიანობისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ხელმძღვანელს ჯვრები უსახსოვრა და წარმატებები უსურვა. ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია რეგიონში მესაქონლეობის დარგის წახალისების მნიშვნელოვანი პროექტია. კომპანიამ „ბლაუენშტაინ საქართველო“ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. (NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)