|
2016-08-08 18:01:19, 958 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გორში არსებული მემორიალები გვირგვინით შეამკო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ლევან იზორია ქალაქ გორში გაემგზავრა და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, გორის ციხის მახლობლად აღმართული სვეტი, რომელიც საქართველოსთვის თავდადებული შვილების ხსოვნას ეძღვნება, გვირგვინით შეამკო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გვირგვინით შეამკეს გორში ერთიანი საქართველოსთვის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალიც. გვირგვინით შემკობის ცერემონიალებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)