|
2016-08-08 17:02:04, 442 ნახვა
მიხეილ ჯანელიძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „ყოველთვის უმძიმესია ამ დღეების გახსენება, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ აგვისტოში. ჩვენ ეს გმირები და ეს დღეები გვახსოვს ყოველდღიურად, მათ თავი შეწირეს საქართველოს ერთიანობას, ბრძოლას თავისი სამშობლოსთვის, უთანასწორო ბრძოლას, იმ აგრესიას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რომლის შედეგებიც სახეზე გვაქვს და ეს გრძელდება დღესაც ოკუპაციის სახით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ცდილობს მაქსიმალურად მშვიდობიანად გადაწყვიტოს კონფლიქტი. „ამ საკითხის გადაწყვეტის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს არის მშვიდობიანი გზა, კონფლიქტის მშვიდობით დარეგულირების შესაძლებლობა და ასევე ის პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის გაერთიანებას, ერთობას, ნდობის აღდგენას და ერთად ცხოვრებას", - განაცხადა მინისტრმა.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)