|
2016-08-08 11:48:13, 636 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. დიმიტრი ქუმსიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ომში დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის ომი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია, რომელსაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. „ჩვენ ამ ომში საუკეთესო ადამიანები, საქართველოს ერთგული ჯარისკაცები დავკარგეთ - მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს, ჩვენს საერთო მომავალს. მათ მიერ გაღებული მსხვერპლი გვავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ომის უმძიმესი შედეგები გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ 2008 წელს ომში დაღუპულთა ოჯახებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)