|
2016-08-07 15:16:38, 825 ნახვა
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო შენდება
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის- „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო შენდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო–კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას, მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას, რაც საბოლოოდ ტურიზმის სფეროსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება. პრემიერ–მინისტრს მასპინძლობა ბიზნესმენმა მამუკა ჯმუხაძემ გაუწია. მისი ინფორმაციით, მშენებლობას კომპანია ,,ჯეოტექინვესტი” ახორციელებს. სასტუმრო „შაორი“ ფუნქციონირებას 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში არსებობს კომპონენტი, რომელიც არის ადგილობრივი სასტუმროს ქსელების განვითარებისთვის განსაზღვრული და სწორედ ამ კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია "უმასპინძლე საქართველოში" შაორის ტბაზე შენდება ახალი სასტუმრო. საერთოდ, შაორს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ამ ტურისტული ზონის განვითარებას. შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის მხრიდანაც იყოს თანადაფინანსებული არაერთი სასტუმრო. თვითონ ეს სასტუმრო არის პირველი მერცხალი ამ ტურისტული ზონის განვითარებაში. დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება და ეს არის 20 ნომრიანი სასტუმრო, ძალიან ლამაზი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული. თვითონ ეს ბიზნესმენი კიდევ გეგმავს აქ მეორე სასტუმროს აშენებას. სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება განსაკუთრებული ყურადღება და ალბათ, უნდა მოხდეს გენერალური დაგეგმარება, რომ სტიქიური განვითარება არ მოხდეს. აუცილებელი იქნება სახწელმწიფო რესურსით დახმარება, რომ რაჭამ, ამ ულამაზესმა კუთხემ ის პოტენციალი, რომელიც აქვს, სრულად გამოიყენოს. ადგილობრივი მეწარმეების მცირე ოჯახური სასტუმროების შემოსავალი უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რაჭა იცლება. თუ ჩვენ ასეთი მიზანმიმართული პროგრამები არ განვახორციელეთ ძალიან რთული იქნება მოსახლეობის დაკავება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ",- განაცხადა პრემიერმა. 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი–„უმასპინძლე საქართველოში“ რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით. (NS)
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)