05:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 14:28:49, 308 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნსკენ კვლავ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომის დანიშვნსკენ კვლავ მოუწოდებენ.

როგორც გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პარტიის წევრები სპეციალურ განცხადებას რიგგარეშე სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორშაბათს შეიტანენ.

„ნაციონალური მოძრაობაში“ რიგგარეშე ხდონის გამართვას 12 მარტისთვის ითხოვენ.

„გუშინ უკვე ნათელი გახდა, რომ მათ უკვე მოატყუეს პრეზიდენტიც და არ წარუდგინეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. მათ ეს გეგმა 5 მარტისთვის უნდა გადაეგზავნათ. აქედან გამომდინარე ჩვენ კვლავ მივმართავთ პრეზიდენტს სპეციალური განცხადებით, რომელსაც ხელს შესაბამისი რაოდენობის პარლამენტის წევრი მოაწერსდა კიდევ ერთხელ მოვთხოვთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას. ჩვენი აზრით არ უნდა დაემალონ ისინი ხალხის პრობლემებს და ისინი ღია და გახსნილები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი თვითონ მიაგნებს მათ და გაუყენებს პოლიტიკური მოუსავლეთის გზას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას პრეზიდენტისთვის ეკონომიკის სამოქმედო გეგმა 5 მარტისთვის უნდა წარედგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics