|
2016-07-28 19:19:45, 1022 ნახვა
სამხედრო
საქართველოს პრეზიდენტი „დიდგორი - 2016“-ის სწავლებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა, სადაც საშტაბო სწავლების „დიდგორი - 2016" ღია კარის დღე გაიმართა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სწავლების შესახებ ბრიფინგს დაესწრო, რის შემდეგაც გენერალური შტაბის მართვის პუნქტი და უშიშროების საბჭო დაათვალიერა. სწავლების პროცესში, რომლის მიზანი ხარვეზების აღმოჩენა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების გატარებაა, 700 სამხედრო პირი და ყველა სამთავრობო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სწავლებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)