|
2016-07-24 14:01:34, 405 ნახვა
ქუთაისის ქუჩა 25 ივლისიდან 2 სექტმებრის ჩათვლით გადაიკეტება და დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობა
ქუთაისის ქუჩა 25 ივლისიდან 2 სექტმებრის ჩათვლით გადაიკეტება და დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „25 ივლისს, 11 საათიდან ქუთაისის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იწყებს წყლისა და კანალიზაციის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიწისქვეშა სისტემების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის გამგეობა უზრუნველყოფს გზისა და ტროტუარების მოასფალტებას. დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები: N51 ავტობუსი წერეთლის გამზირიდან ჩაუხვევს ცაბაძის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ავა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და გზას განაგრძობს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები კი, ქუთაისის ქუჩის ნაცვლად, წერეთლის გაზირიდან მოუხვევენ გვეტაძის ქუჩაზე და აგლაძის ქუჩიდან გადავლენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე. რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან აგლაძის ქუჩისაკენ მოძრავ მიკროავტობუსებს, ჩავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ხოშარაულის ქუჩის გავლით მოხვდებიან აგლაძის ქუჩაზე“,-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)