|
2016-07-15 16:31:39, 914 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი სიტუაციურ საველე სწავლებას დაესწრო
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება მიმდინარეობს. სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. გენერალ-მაიორმა სწავლების ხელმძღვანელისგან კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გენერალური შტაბის უფროსი სწავლების მიმდინარეობასაც უშუალოდ გაეცნო და წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. სიტუაციური საველე სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საველე სწავლების განმავლობაში სამხედროები მომზადებას გაივლიან მარშუტის რეკოგნოსირებაში, სათვალთვალო საგუშაგოების მოწყობასა და თვალთვალის წარმოებაში, ასევე, ზონის და რაიონის რეკოგნოსირებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)