|
2016-07-14 16:27:05, 929 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიური საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა, გენერალურმა შტაბისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გენერალური შტაბის გუნდში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იასპარეზა. ათმა გუნდმა ოლიმპიური სისტემით ითამაშა, რის შემდეგაც მათგან სამი საუკეთესო გამოვლინდა. პირველ ადგილისთვის ბრძოლაში გენერალური შტაბის გუნდმა ხონის II საარტილერიო ბრიგადის გუნდი ანგარიშით, 40 – 36 დაამარცხა. მესამე ადგილის მფლობელი ქუთაისის III ქვეითი ბრიგადა გახდა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს შესაბამისი მედლები გადაეცათ, ხოლო, პირველ ადგილზე გასულმა გენერალური შტაბის გუნდმა მედლებთან ერთად სპეციალური თასიც მოიპოვა. საკალათბურთო ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზ „ორბში“ ჩატარდა. სპორტულ შეჯიბრებას ორგანიზება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველომ გაუწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)