|
2016-07-07 16:07:41, 973 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე სატანკო სწავლება გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების 45-ე სატანკო ბატალიონის III სატანკო ასეული და 44-ე ბატალიონის III სატანკო ასეული ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გეგმურ სატანკო სწავლებებს გადიან. სატანკო სწავლება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ შეაფასა. პოლკოვნიკის განცხადებით, სწავლებების მიზანი ნაკლოვანებების აღმოფხვრაა, რადგან შემდეგში ჩატარებული კურსები შედეგზე იყოს ორიენტირებული. 45-ე სატანკო ბატალიონის III სატანკო ასეული ოცეულის დონის საველე სწავლებას გადის. სწავლება ოპერაციის რაიონის დაკავებას, ტექნიკით გადაადგილებას, კონტაქტზე რეაგირებას, თავდაცვით ოპერაციებსა და მოწინააღმდეგის შეყოვნებას მოიცავს. სწავლებაში 42 სამხედრო მოსამსახურე და 5 ერთეული ტ-72 ტიპის ტანკია ჩართული. 44-ე ბატალიონის III სატანკო ასეული განგაშზე ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაში, თავდაცვითი პოზიციების დაკავება-შენიღბვაში, ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მარშით გადაადგილებაში, არაპირდაპირ და საჰაერო მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებაში, ასევე, პირობით საბრძოლო ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში გადიან სწავლებებს. სატანკო სწავლებაში 31 სამხედრო მოსამსახურე და 4 ერთეული ტ-72 ტიპის ტანკი მონაწილეობს. სატანკო სწავლებები 5 დღის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად მიახლოებულია საბრძოლო ვითარებასთან. გეგმური საველე სწავლების მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)