|
2016-07-05 17:48:11, 978 ნახვა
სამხედრო
"ღირსეული პასუხი 2016" დასრულდა
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ დასრულდა. ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროექტის ორგანიზატორებმა სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიალს II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნკი გიორგი ბლიაძე დაესწრო. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოში აკრედიტებული მედიაორგანიზაციების 22 წარმომადგენელი სპეციალური პროგრამით აქტიურ მომზადებას 5 დღის განმავლობაში გადიოდა. მედიასწავლების ფორმატი მორგებული იყო ჟურნალისტთა საქმიანობის რიტმს. სწავლების ფარგლებში სიმულაციური სცენარის მიხედვით სხვადასხვა სახის პრესკონფერენცია და საველე პრაქტიკული წვრთნა განხორციელდა. სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს და ოპერატორებს ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება უწევდათ. სწავლების „გამთამაშებლები“ კი საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს ქმნიდნენ. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)