|
2016-07-05 17:09:09, 972 ნახვა
სამხედრო
აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სწავლებები ჩატარდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის „ნორიოს“ და V ქვეითი ბრიგადის „ოსიაურის“ საწვრთნელ ბაზებზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობაში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საველე სწავლებები ჩატარდა. V ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულმა „ოსიაურის“ საწვრთნელ ბაზაზე გეგმური საველე სწავლება ჩაატარა. სწავლება პირადი შემადგენლობის ათეულის დონეზე მომზადებას მოიცავდა. საინჟინრო ასეულის ჯარისკაცებმა სწავლება 25 დღის განმავლობაში გაიარეს და მასში 73 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ხოლო, V ქვეითი ბრიგადის 51-ე ქვეითი ბატალიონის III ქვეითმა ასეულმა ასეულის დონის შეფასების სწავლება „ნორიოს“ საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის საბრძოლო დონის შეფასება იყო. სწავლება 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 126 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლების შეფასებას ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასების ცენტრის დამკვირვებლები ახორციელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)